გელზენკირხენის „შალკემ“ ამ კვირაში 2 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაუშვა, რაც კატასტროფის ტოლფასია. მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ (1:6), „ხუმარები“ მიუნხენის „ბაიერნთან“ განადგურდნენ.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებმა მეტოქეს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს და მატჩი მშვიდად დაასრულეს. მე-3 წუთზე, დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმით იხეირა და მიუნხენელები დააწინაურა. რამდენიმე წუთში, არიენ რობენი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა სტუამრთა საჯარიმოში და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0.
მასპიძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზეც შესაბამისად ისახებოდა. 24-ე წუთზე, მარიო მანჯუკიჩმა თავური დარტყმით გამოიჩინა თავი და სტუმრებს უკანასკნელი იმედიც გადაუწურა. სულ მალე, არიენ რობენმა კიდევ ერთხელ აიღო „შალკეს“ კარი და თავისი გუნდი შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში, „შალკემ“ თამაში შედარებით გამოასწორა და იმდენი მაინც მოახერხა, რომ მის კარში გოლების წვიმა შეწყვიტა. მეტიც, რაფინიას ავტოგოლის წყალობით, ანგარიშში სხვაობა შემცირდა, მაგრამ რობენის ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 5:1 დააფიქსირა.
დიდი ანგარიშით იმარჯვა „დორტმუნდმაც“, მაგრამ „ბაიერნისგან“ განსხვავებით, იურგენ კლოპის გუნდმა პირველი ტაიმი უგოლოდ ჩაატარა. „სიგნალ იდუნა პარკზე“, ქულები „ნიურნბერგმა“ დაკარგა.
51-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც მატს ჰუმელსმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. რამდენიმე წუთში, დორტმუნდელთა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმაც გაიტანა - საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა და ბურთი კარის ბადეში მოათავსა. მატჩში წერტილი სომეხმა გენრიხ მხითარიანმა დასვა, რომელმაც იონას ჰოფმანს დაუფასა პასი და „დორტმუნდს“ 3:0 მოაგებინა.
ბევრისთვის მოულოდნელად, „ლევერკუზენი“ თავის მოედანზე „მაინცთან“ დამარცხდა და ერთობ საჭირო ქულები დაკარგა. სამი ჰიპიას გუნდმა ერთადერთი ბურთი 37-ე წუთზე გაუშვა და ქულის გადასარჩენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ თავის გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645
დორტმუნდი - ნიურნბერგი 3:0 (0:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (ფრიდრიხი 36), შმელცერი, კელი, შაჰინი, მხითარიანი (იოიჩი 85), გროსკროიცი, ობამეიანგი (ჰოფმანი 71), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა (პოგატეცი 36), პლატენჰარდტი, ანგა-ლეტშერი, ფოილნერი (კამპანია 61), გლოუშეკი, კიოტაკე, პეტრაკი, ფრანცი (შტარკი 78), პეკჰარტი, დრმიჩი.
მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი
გოლი: 1:0 ჰუმელსი (51), ლევანდოვსკი (64), 3:0 მხითარიანი (83)
გაფრთხილება: ფოილნერი (45), პოგატეცი (57)
კარში დარტყმა: 28 (19) – 4 (3) ჯარიმა: 9 - 14 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 3 – 16
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42100
ვერდერი - ჰამბურგი 1:0 (1:0)
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი, გარსია, ჰანტი (მაკიადი 66), ობრანიაკი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე (ელია 78), იგნიოვსკი, პეტერსენი, დი სანტო (სელასი 58).
მწვრთნელი: რობინ დუტი
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, რაიკოვიჩი (ზობიხი 68), დიკმაიერი, ირაჩეკი (ზუა 79), რინკონი (ვან დერ ვარტი 46), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლი: 1:0 იუნუზოვიჩი (19)
გაფრთხილება: დი სანტო (34), იუნუზოვიჩი (53) - ლასოგა (29), ჩალხანოღლუ (40)
კარში დარტყმა: 15 (7) – 11 (5) ჯარიმა: 27 - 18 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 5 – 6
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 24000
ბრაუნშვაიგი - გლადბახი 1:1 (0:1)
ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი (ელაბდელაუი 87), პფიცნერი (ტოიერკაუფი 80), ბოლანდი, კორეია, ბელარაბი, კუმბელა, ნილსენი (ადემი 75).
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, ნორდტვეიტი, დამსი, იანჩკე, რაფაელი, ჯაკა (კრამერი 63), კორბი, კრუზე, ჰერმანი (მლაპა 77), ჰრგოტა (რუპი 71).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 0:1 რაფაელი (24), 1:1 შტეგენი (52ს.კ)
გაფრთხილება: ბოლანდი (42), ჯაკა (16), იანჩკე (53), კრამერი (88)
კარში დარტყმა: 20 (8) – 12 (3) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 10 - 5 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 2 – 7
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 25000
ლევერკუზენი - მაინცი 0:1 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (ოზტუნალი 76), ტოპრაკი, ვოლშაიდი, რაინარცი (კისლინგი 60), როლფესი, სემი (ბრანდტი 60), ბენდერი, კანი, დერდიოკი, ჰიუნ-მინი.
მწვრთნელი: სამი ჰიპია
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, დიასი, ჩჟუ-ჰუ (სოტო 90), ბელი, მორიცი, ჩჟა-ჩოლი (სალერი 71), გეისი, ოკაზაკი, შუპო-მოტინგი (პოლტერი 65).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლი: 0:1 შუპო-მოტინგი (37)
გაფრთხილება: რაინარცი (21), ჰიუნ-მინი (65), ტოპრაკი (83), კანი (90) - დიასი (43)
კარში დარტყმა: 19 (8) – 9 (5) ჯარიმა: 23 - 13 კუთხური: 7 - 0 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 4 – 8
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 28311
აუგსბურგი - ჰანოვერი 1:1 (0:1)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ჰიუნ-ჰო, ვერნერი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ალტინტოპი, დონ-ვონი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი, ჰუსტი, შტინდლი, შმიდებახი, დიუფი, რუდნევი.
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლი: 0:1 დიუფი (21), 1:1 კლავანი (55)
გაფრთხილება: ფოგტი (45), მორავეკი (58) - პოკონიოლი (45), საკაი (57), შტინდლი (66)
კარში დარტყმა: 16 (10) – 10 (6) ჯარიმა: 16 - 20 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 5 – 9
მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000
ბაიერნი - შალკე 5:1 (4:0)
ბაიერნი: ნოიერი, დანტე, ხავი მარტინესი, რაფინია, ალაბა, ტიაგო, შვაინშტაიგერი (ჰეიბერგი 77), კროოსი, გიოტცე (პისარო 70), რობენი (კონტენტო 84), მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
შალკე: ფერმანი, პაპადოპულოსი, მატიპი, კოლაზინაკი, ჰიოვედესი, დრაქსლერი (ჰოგლანდი 78), ნოიშტედტერი, ბოატენგი, გორეცკა (ფუკსი 28), ფარფანი, ჰუნტელარი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლი: 1:0 ალაბა (3), 2:0 რობენი (15), 3:0 მანჯუკიჩი (24), 4:0 რობენი (28), 4:1 რაფინია (64ს.კ.), 5:1 რობენი (77პ.)
გაფრთხილება: ტიაგო (42)
გაძევება: პაპადოპულოსი (76)
კარში დარტყმა: 22 (16) – 10 (7) ჯარიმა: 9 - 12 კუთხური: 14 - 4 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 72% - 28% სეივი: 6 – 11