ფეხბურთი

0:59 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„შალკემ“ და „აუგსბურგმა“ იოლად მოიგეს

გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტური ორი მატჩით დასრულდა. „აუგსბურგმა“ გასვლით მატჩში „შტუტგარტი“ დაამარცხა, „შალკემ“ კი, 3 ქულა „ჰანოვერთან“ შეხვედრაში იზეიმა.

შტუტგარტში ჩასულმა „აუგსბურგმა“, ბევრისთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით იმარჯვა. სტუმრებმა გამარჯვებას საფუძველი 35-ე წუთზე ჩაუყარეს - არკადიუშ მილიკმა დაუცველ კარში ბურთი იოლად მოათავსა. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ანდრე ჰანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და „აუგსბურგი“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმში, ჰანმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 0:3 გახადა. „შტუტგარტმა“ კონსტანტინ რაუშის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ტობიას ვერნერმა კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი და საბოლოო ანგარიში - 1:4 დააფიქსირა.

დღის მეორე შეხვედრაში, „შალკემ“ „ჰანოვერი“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. მატჩის ძირითადი მოვლენები პირველი ტაიმის მიწურულს განვითარდა. ზეად კოლაზინაკის გარღვევისა და პასის შემდეგ, ჯეფერსონ ფარფანი დაუცველი კარის წინ აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა. ხუთიოდ წუთში, თავისი გოლი მაქსიმილიან მეიერმაც გაიტანა და „შალკეს“ 2:0 მოაგებინა.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 40200

შტუტგარტი - აუგსბურგი 1:4 (0:2) 

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, რაუში (ბოკა 90), საკაი, რიუდიგერი, ლაიტნერი, მაქსიმი (კაკაუ 63), ხედირა, იბიშევიჩი, აბდელაუიე, ვერნერი (იალჩინი 75).

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ-ბრაკერი (იუნ-ჰო 84), ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი, ბაიერი, ჰანი (ეშვაინი 77), კორი, ალტინტოპი, მილიკი (დონ-ვონი 66).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 0:1 მილიკი (35), 0:2 ჰანი (43), 0:3 ჰანი (56), 1:3 რაუში (62), 1:4 ვერნერი (64)

გაფრთხილება: ხედირა (49), იალჩინი (53)

კარში დარტყმა: 12 (1) – 8 (5) ჯარიმა: 12 - 8 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 2 - 7 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 1 – 0

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 61000

შალკე - ჰანოვერი 2:0 (2:0)

შალკე: ფერმანი, უჩიდა, სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი, ბოატენგი, ფარფანი, ნოიშტედტერი (აიჰანი 32), მეიერი, ჰუნტელარი (სალაი 80), ობასი (გორეცკა 84).

მწვრთნელი: იენს კელერი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, რაიტორალი, ჰოფმანი, ჰუსტი (შლაუდრაფი 73), შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი (პრიბი 65), დიუფი, რუდნევი.

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გოლი: 1:0 ფარფანი (39), 2:0 მეიერი (44)

გაფრთხილება: ჰუსტი (27), რუდნევი (77)

კარში დარტყმა: 11 (7) – 4 (1) ჯარიმა: 10 - 21 კუთხური: 5 - 0 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 1 – 5

0.130684