ფეხბურთი

10:53 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” ბასტოსის გამოსყიდვაზე უარი თქვა

ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ გელზენკირხენის “შალკე” ნახევარმცველ მიშელ ბასტოსს ვეღარ გამოისყიდის. მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ხუმარების” შემადგენლობაში იჯარით ითამაშა.

“შალკეს” ბასტოსის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლო, მაგრამ ვადა 30 ივნისს ამოიწურა. ბრაზილიელს იმ კლუბში გავყიდით, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი ვარიანტი უკვე გვაქვს”, - განუცხადა “ლიონის” პრეზიდენტმა L’Equipe-ს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ბასტოსის შეძენა არაბულ “ალ აინს” სურს.

0.118331