ფეხბურთი

14:34 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” სანტანათი გაძლიერდა

გელზენკირხენის “შალკემ” “დორტმუნდის” უკანახაზელი ფელიპე სანტანა შეიძინა. დორტმუნდელთა “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის ცნობით, ბრაზილიელი მცველი “ხუმარების” რიგებში 1 ივლისიდან ჩაირიცხება.

სანტანას “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2014 წელს ეწურებოდა, მაგრამ “შალკემ” მისი გამოსყიდვა მხოლოდ მილიონ ევროდ შეძლო. 27 წლის ბრაზილიელმა იურგენ კლოპის გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ცნობისათვის, სანტანა დორტმუნდელთა ღირსებას 2008 წლიდან იცავდა.

 

0.114012