ფეხბურთი

12:51 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” პაპადოპულოსს “ლევერკუზენში” უშვებს

დიდი ალბათობით, გელზენკირხენის “შალკეს” მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი იჯარის წესით “ლევერკუზენში” ითამაშებს. ამის შესახებ “კიკერი” იუწყება.

22 წლის ბერძენი “ხუმარების” რიგებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა. კირიაკოსი “ფარმაცევტებში” წელიწადიანი იჯარით ითამაშებს. არაა გამორიცხული, სეზონის ბოლოს, ლევერკუზენელებმა ბერძენი გამოისყიდონ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, პაპადოპულოსმა “შალკეს” მაისურით მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.

 

0.127604