ფეხბურთი

12:36 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” იულიან დრაქსლერს ვერ ელევა

გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის გაშვებას არც ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გეგმავს და არც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ. ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დრაქსლერით ლონდონის “არსენალის” დაინტერესების და შესაძლო ტრანსფერის შესახებ და “შალკეს” სპორტული დირექტორი ჰორსტ ჰელდტიც სწორედ ამ ცნობას გამოეხმაურა.

“გვეამაყება, რომ იულიან დრაქსლერი “შალკეში” თამაშობს. მჯერა, ის მიმდინარე სეზონს ჩვენთან ჩაამთავრებს და იმედია შემდეგ სეზონშიც გელზენკირხენში დარჩება” – განაცხადა ჰელდტმა.

0.104353