გელზენკირხენის “შალკეს” “მარსელის” ახალგაზრდა შემტევის – ჯორდან აიუს შეძენა სურს. “ბილდის” ინფორმაციით, “ხუმარები” 22 წლის განელს მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეიძენენ.
როგორც ირკვევა, გელზენკირხენელები განის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელში 3 მილიონ ევროს იხდიან. ჯორდან აიუს მსურველები კიდევ ჰყავს, მაგრამ მისთვის ბრძოლაში, ფავორიტი “შალკეა”.
ცნობისათვის, აიუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით “სოშოში” გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. “სოშოში” ჩატარებულ 17 მატჩში, განელმა 5 გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რითაც რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო.