“შალკეს” ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ უეფაში აპელაციას შეიტანს დიდიე დროგბას თამაშის გამო. “გალათასარაის” კოტდივუარელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში “შალკეს” წინააღმდეგ ითამაშა და “შალკე” ეჭვობს, რომ დიდიეს ამის უფლება არ ჰქონდა.
ცნობისთვის, ადრე ჩინური “შანხაი შენხუამ” მიმართა ფიფას, რათა შეესწავლათ დროგბას “გალათასარაიში” გადასვლის მართებულობა. ფიფამ მაშინ განაცხადა, რომ დროგბას დროებით აძლევდა ევროტურნირებზე გამოსვლის უფლებას.