ფეხბურთი

18:40 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” აფელაის არ გამოისყიდის

სეზონის დასრულების შემდეგ, გელზენკირხენის “შალკე”ნახევარმცველ იბრაჰიმ აფელაის ისევ კატალონიის “ბარსელონაში” დააბრუნებს. “ხუმარების” სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა კლუბის ამ გადაწყვეტილების შესახებ Sportbild-თან საუბარში განაცხადა. 

მოგეხსენებათ, აფელაი “ბარსელონას” საკუთრებაა და “შალკეში” იჯარის წესით ასპარეზობს. ტრავმებისა და სხვა პრობლემების გამო, ჰოლანდიელმა თავი ვერც გერმანიაში დაიმკვიდრა და ბუნებრივია, გელზენკირხენელებს ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა არ მოსდომებიათ. 
ცნობისათვის, აფელაის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
0.139394