თამაშგარე

16:10 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

შაკირას “ელიქსირი”

25 წლის ესპანელი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკეს 35 წლის შეყვარებულმა, კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ახალი სუნამო გამოუშვა. სუნამო სახელწოდებით “ელიქსირი” ყვავილების ნაზი არომატისგან შედგება და შაკირას ქალურობითა და ეგზოტიკურობითაა შთაგონებული. “პირველი ორი სუნამოს შემდეგ, რაღაც განსხვავებულის შექმნა მსურდა. ისეთი არომატის გამოშვება მინდოდა, რომელიც ჩემს ქალურ და ეგზოტიკურ მხარეს გაუსვამდა ხაზს და “ელიქსირი” სწორედ ასეთია”, - განაცხადა მომღერალმა. ამიტომ, თუ გსურთ,Aშაკირას ქალურობა და ეგზოტიკურობა შეიგრძნოთ, “მოხვეტეთ” პარფიუმერული მაღაზიებიდან მისი “ელიქსირი” და იპკურეთ. აქვე გეტყვით, რომ სენსაციური სუნამოს ფასი უცხოეთში 29-იდან 36 დოლარამდე მერყეობს.
ქვემოთ მოცემულ მისამართზე კი, შეგიძლიათ “ელიქსირის” რეკლამა იხილოთ:

 

http://www.youtube.com/watch?v=sAO8uv_vlWs&feature=player_embedded

 

 

0.152582