მოგეხსენებათ, ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის - ხერარდ პიკეს მეგობარი გოგონა, 35 წლის ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, “ბარსას” რიგებში მყოფ პიკეს მატჩებს ხშირად ესწრება, ამჟამად კი, შაკირა, თავისზე 10 წლით უმცროს შეყვარებულს ევროპის ჩემპიონატზე ქომაგობს.
მომღერალმა, საკუთარ Fაცებოოკ-ის გვერდზე პოლონეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – “ველოსიპედით ვსეირნობ პოლონეთში. მგონი, ჩემს ძმას - ტონის აღმართზე ამოსვლა ძალიან გაუჭირდა. თავს სალათის ფურცელივით ლაღად ვგრძნობ!”