თამაშგარე

12:27 | 18.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა და პიკე ჭორს უარყოფენ

ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა, 35 წლის შაკირამ და “ბარსელონას” 25 წლის მცველმა - ხერარდ პიკემ, მათი დაშორების შესახებ არსებული ჭორები უარყვეს.
“ჩვენ გადასარევად ვგრძნობთ თავს ერთად და ყველაფერი კარგად გვაქვს”. – განაცხადა პიკემ.
მანამდე, პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შაკირა პიკეს ღალატის გამო დაშორდა. ღალატის მიზეზად კი, ებრაელი მოდელი, ბარ რაფაელი სახელდებოდა.
მომღერლისადმი სიყვარულის დასამტკიცებლად პიკემ Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ისინი, სესკ ფაბრეგასთან და მის მეგობარ გოგონასთან ერთად ატარებენ დროს. ხსენებული ჭორი, ერთ-ერთ მექსიკურ ტელევიზიასთან, შაკირამაც უარყო.
 

0.132396