ჩოგბურთი

23:46 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მე-2 ტიტული

სოფო შაფათავამ წყვულთა შორის ზედიზედ მე-2 ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გამართულ 25-ათასიან ტურნირში იმარჯვა, ამჯერად კი თავი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამოიჩინა.

შაფათავა და სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩი ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ჩემპიონობისთვის 4 მატჩის მოგება ეყოთ.

სოფომ და მაშამ გადამწყვეტ მატჩში უნგრელი აგნეშ ბუკტას და ბულგარელ ვიკტორია ტომოვას 6:4, 7:6 (7:4) სძლიეს და 25-25 სარეიტინგო ქულა მიიღეს.

0.116675