ჩოგბურთი

1:17 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას დასანანი მარცხი

ქართველ ჩოგბურთელ სოფო შაფათავას აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. დასანანი ისაა, რომ კვალიფიკაციის დასკვნითი რაუნდის გადამწყვეტ სეტში, სოფო მე-13 ნომრად განთესილ ხორვატ მირიანა ლუჩიჩი-ბარონს 5:2-ს უგებდა, საბოლოოდ კი, 4:6, 6:4, 5:7 დამარცხდა.

თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შაფათავას პირველ მოწოდებაზე 46%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა. აქედან მან სათავისოდ 52% (24 46-დან) დაასრულა და მეორე მოწოდებაზეც ბურთების 52% (28 54-დან) მოიგო.

სოფომ 1 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 3 ეისი და 9 ორმაგი მოუგროვდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ხორვატმა 12-დან 7 ბრეიკი მიითვალა. ჯამში შაფათავამ ლუჩიჩ-ბარონზე 11-ით ნაკლები ბურთი მოიგო – 92:103.

0.120408