ჩოგბურთი

20:55 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალშია

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს სოფო შაფათავა. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი ევგენია პაშკოვა 7:5, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ ტაისია მორდერგერს გაეჯიბრება.

წვილთა შეჯიბრში პირველი განთესვის მქონე შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ ასევე უკრაინელებს – ალიონა სოტნიკოვას და მარიანა ზაკარლიუკს 6:1, 7:5 სძლიეს და მეოთხედფინალში რუსულ-უკრაინულ დუეტს (ოლგა დოროშინა-ელიზავეტა იანჩუკი) დაუპირისპირდებიან.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-2 ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ ბელარუს დარია საპოგოვას 6:0, 6:2 მოუგო და მერვედფინალში ბელგიელ კატერინ შანტრაინთან თამაშის უფლება მოიპოვა.

წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და ჩეხი მარტინა პრადოვა (მე-4 განთესვა) რუმინელ ბიანკა ჰინჩუსთან და იაპონელ მიჩიკა ოკამურასთან 1:6, 2:6 დამარცხდნენ.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში გერმანელ მარვინ ნეტუშილთან მოულოდნელი მარცხი განიცადა მე-3 განთესვის მქონე ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

0.119837