ჩოგბურთი

14:32 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილებში მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა მექსიკის ქალაქ მონტერეიში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირში ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.

შაფათავამ საწყის ეტაპზე ძალები წყვილთა შეჯიბრში მოსინჯა. სოფომ და არგენტინელმა ფლორენსია მოლინერომ, რომელთაც მე-2 განთესვა გააჩნიათ, “უაილდ ქარდის” მქონე არგენტინელი პოდოროსკა და მექსიკელი ზარაზუა 6:1, 6:2 დაამარცხეს.

მეოთხედფინალში ქართულ-არგენტინული დუეტის მეტოქე ამ მატჩში ირკვევა: იეგიოლკა (პოლონეთი)/ვიენეროვა (სლოვაკეთი) – ერმოსო (მექსიკა)/პოუს-ტიოს (ესპანეთის) წინააღმდეგ.

ცხადია, შაფათავა Internacional Femenil Alpino Chipinque 2014-ს ერთეულთა ტურნირშიც ითამაშებს. პირველ წრეში მისი მეტოქე სერბი დოროტეია ერიჩი იქნება.

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ უზბეკი იულია კიმს 6:1, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში ბელარუს ვიკტორია მუნს ეთამაშება.

 

 

 

 

 

0.135036