ჩოგბურთი

14:23 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ უკრაინაში წყვილთა ტურნირი მოიგო

უკრაინის ქალაქ ბუჩაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად ითამაშეს ქართველმა სოფო შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ, რომელთაც პირველი განთესვა ჰქონდათ და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლეს.

შაფათავას და ვასილიევას ჩემპიონობისთვის 4 მატჩის მოგება დასჭირდათ. სოფომ და ანასტასიამ უკრაინელებს – სოტნიკოვას და ზაკარლიუკს 6:1, 7:5 სძლიეს, რუს დოროშინას და უკრაინელ იანჩუკს 7:6 (7:2), 6:0 მოუგეს, იტალიელი ბარბიერი და ბულგარელი შინიკოვა (მე-3 განთესვა) 6:7 (5:7), 6:2, 10:5 დაამარცხეს, ფინალში კი უკრაინელ კალინინას და რუს კულიჩკოვას გაუმკლავდნენ – 7:6 (7:4), 6:2.

ცნობისთვის, შაფათავა მე-2 განთესვით ერთეულთა ტურნირშიც თამაშობდა, სადაც ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, იქ კი რუს პოლინა ვინოგრადოვასთან 4:6, 0:6 წააგო.

0.12019