ჩოგბურთი

14:18 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ უკრაინაში პირველი გამარჯვება იზეიმა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო სოფო შაფათავამ. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიელი ლისან ვან რიეტს 6:2, 6:4 სძლია და მერვედფინალში რუს ევგენია პაშკოვას გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში პირველი განთესვის მქონე შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა ასევე უკრაინელებს – ალიონა სოტნიკოვას და მარიანა ზაკარლიუკს გაეჯიბრებიან.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-2 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძე ბელარუს დარია საპოგოვას ეთამაშება, მე-8 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ დიანა ბუზეანს დაუპირისპირდება.

წყვილებში მე-4 რეიტინგის მქონე გორგოძე და ჩეხი მარტინა პრადოვა ძალებს თურქულ დუეტთან (გიზემ მელისა ატესი-ირემ ტალია კოკენი) მოსინჯავენ.

ანტალიაშივე 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში გერმანელ მარვინ ნეტუშილს ეთამაშება მე-3 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

0.116914