ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავამ მეოთხედფინალში მე-8 რეიტინგის მქონე რუსი მარინა მელნიკოვა იოლად – 6:2, 6:3 დაამარცხა და ახლა, ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ნახევარფინალში სოფოს მე-7 ნომრად განთესილი უკრაინელი
ქართველმა ჩოგბურთელმა სანკტ-პეტერბურგში უკვე გამოიმუშავა 24 სარეიტინგო ქულა, ტურნირის მოგება კი 50 ქულად ფასობს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სოფოს აქტივში 179 ქულაა და იგი WTA-ს კლასიფიკაციაში 278-ე ადგილზე იმყოფება.