ჩოგბურთი

14:13 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ნაადრევად დაასრულა

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ნაადრევად გამოეთიშა.

ერთეულთა თანრიგის საწყის რაუნდში სოფო ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრა და 3:6, 2:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში შაფათავა და რუსი მარინა შამაიკო ტაივანელ ჰსუსთან და იმავე კოსტოვასთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.

0.114224