ჩოგბურთი

17:00 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ მოსკოვში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წყვილებში პირველივე მატჩი წააგო, ერთეულებში კი წარმატებული სტარტი აიღო.

მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ თურქი მელის სეზერი 6:4, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ანასტასია ფროლოვას ეთამაშება. 

 

 

0.114231