ჩოგბურთი

17:41 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ლოტნერთან ისევ წააგო

გერმანულ ვერსმოლდში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ქართველი სოფო შაფათავა მასპინძელ ანტონია ლოტნერს დაუპირისპირდა და 6:2, 5:7, 2:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელთან შტუტგარტ-ვაიჰინგენის 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშიც წააგო (3:6, 1:6), ამდენად, სოფოსთვის ანტონია გადაულახავ ბარიერად იქცა.

შეგახსენებთ, რომ “რეინერტ ოუფენზე” პირველ ნომრად განთესილმა ანა ტატიშვილმა საწყისი რაუნდი იოლად დასძლია და მერვედფინალში ჩეხ რენატა ვორაცოვას დაუპირისპირდება.

წყვილთა ტურნირის საწყის ტურში მე-2 განთესვის მქონე შაფათავამ და ტატიშვილმა გერმანელებს კოპრაჩს და სტოლს 6:1, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძეს და გერმანელ ანა ზაიას გაეჯიბრებიან.

0.115936