ჩოგბურთი

15:17 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ კოლუმბიაში წარმატებული სტარტი აიღო

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე – “ტენის სეგურის ბოლივარი” – წარმატებული სტარტი აიღო.

ერთეულთა ბადის საწყის წრეში შაფათავა კანადელ ფრანსუა აბანდას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:6, 7:6 (7:4), 7:5 იმარჯვა. მერვედფინალში სოფოს მეტოქე მე-6 განთესვის მქონე ესპანელი ლარა არუაბარენა იქნება, რომელმაც ჰოლანდიელი ანა კატალინა ალზატე ესმურზაევა იოლად – 6:2, 6:0 დაამარცხა.

წყვილთა ტურნიში მე-2 რეიტინგის მქონე შაფათავამ და რუსმა მარინა მელნიკოვამ “უაილდ ქარდით” მოთამაშე კანადურ-ამერიკულ დუეტს (აბანდა/მორენო-კასტე) 6:0, 7:5 სძლიეს და მეოთხედფინალში ავსტრალიელ ადამჩაკს და რუს შამაიკოს გაეჯიბრებიან.

0.120804