ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ, რომელიც იაპონიაში ჰამამაცუს 25-ათასიან ტურნირში ჩაება, პირველი გამარჯვება იზეიმა. სოფომ მასპინძელი ნაცუმი ჩიმურა 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი იაპონელებს მიუ კატოს და კანაე ჰისამის წყვილში უმჯობესს ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ წყვილებში შაფათავა და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ასევე იაპონელებს – მიაბი ინოუეს და ჩიაკი ოკადაუეს გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიან ტურნირის პირველ რაუნდში მე-7 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კატარინ სტრესნაკოვას (სლოვაკეთი) 6:4, 6:2 მოუგო და მერვედფინალში რუს იანა მოგილნიცკაიას ეთამაშება. რაც შეეხება სოფო ქვაცაბაიას, მას ბელგიელ კიმბერლი ციმერმანთან დაპირისპირება
წყვილებში გორგოძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაური ყაზახ გულნაზ დოკის და რუს ვალერია მაკსიმჩენკოს ეთამაშებიან, ხოლო ქვაცაბაიას და თურქი ესენ კოკჩეს მე-3 განთესვის მქონე დუეტი ფრანგებს – კამილ ჩელის და ალიქს კოლომბონს გაეჯიბრება.
ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ძირითადი ბადის საწყის მატჩში მარცხი განიცადა ალექსანდრე მეტრეველმა. მან რუს იან საბანინთან 3:6, 3:6 წააგო.