ჩოგბურთი

0:51 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ აშშ-ს ღია პირველობაზე პირველი საკვალიფიკაციო წრე დასძლია

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრე დასძლია.

საწყის რაუნდში შაფათავა 23-ე განთესვის მქონე სლოვაკ კრისტინა კუჩოვას დაუპირისპირდა და ჩოგბურთელს, რომელის მას რეიტინგში ზუსტად 60 ადგილით (132-ე 192-ეს პირისპირ) უსწრებდა, 6:3, 6:3 სძლია.

თამაში სააათს და 21 წუთს გაგრძელდა. შაფათავას პირველ მოწოდებაზე 48%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 79% (26 33-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 39% (14 36-დან) მოიგო.

სოფომ 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს ასევე 1 ეისი და 5 ორმაგი ჰქონდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 11-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო სლოვაკმა 9-დან 3 ბრეიკი მიითვალა. ჯამში შაფათავამ კუჩოვაზე 18-ით მეტი ბურთი მოიგო – 70:52.

საკვალიფიკაციო ბადის მე-2 წრეში გასვლისთვის 20 სარეიტინგო ქულა იყო გათვალისწინებული, სოფოს მორიგი მეტოქე კი 34 წლის იტალიელი ვეტერანი ალბერტა ბრიანტი იქნება, რომელმაც ბულგარელ ელიცა კოსტოვას 6:7 (0:7), 6:4, 6:3 მოუგო.

თუკი ქართველი ჩოგბურთელი მასაც აჯობებს, 30 ქულას მიიღებს, ძირითად ბადეში გასვლისთვის კი 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

0.120878