ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ პადოვაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა თანრიგში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავას და იტალიელი ჯიოია ბარბიერის დუეტმა მეოთხედფინალში რუსი ლეიკინა და ავსტრალიელი პერეზი 6:2, 6:4 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელები – ჩირიკო და მარანდი (მე-3 განთესვა) დაჯაბნა – 2:6, 6:4, 10:6.
ფინალში სოფო და ჯიოია პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელ გონსალვეშს და არგენტინელ მოლინეროს გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა ბრაზილიელ გაბრიელა სეს გაეჯიბრა და 6:1, 1:6, 1:6 წააგო.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში მე-2 განთესვის მქონე თამარ ჭალაგანიძემ და რუსმა კსენია დმიტრიევამ ავსტრალიელ ჰულესთან და ზელანდიელ ვილიამსთან მეოთხედფინალური მატჩი 2:6, 6:4, 5:10 დათმეს.