ჩოგბურთი

14:23 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა საქართველოს პირველი ჩოგანია

სოფო შაფათავა საქართველოს პირველი ჩოგანი ოფიციალურად გახდა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში უკვე აშშ-ს სახელითაა მოხსენიებული ანა ტატიშვილი, ამდენად, სოფოს ქართველთაგან პირველი შედეგი გააჩნია.

ისიც სათქმელია, რომ 14 აპრილის კლასიფიკაციაში შაფათავამ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ბოგოტას ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის წყალობით, ქართველი გოგონა 15 პოზიციით დაწინაურდა და 290 ქულით ზუსტად მე-200 ადგილზე იმყოფება.

განახლებულ რეიტინგში სულ 7 ქართველი ჩოგბურთელია: 200 (215). სოფო შაფათავა – 290 ქულა; 308 (303). ოქსანა კალაშნიკოვა – 149; 376 (377). ეკატერინე გორგოძე – 108; 454 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 635 (639). სოფო ქვაცაბია – 42; 1201 (1197). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1263 (1251). თამარ ჭალაგანიძე – 3;

0.117102