ჩოგბურთი

15:02 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ორასეულს მიღმა აღმოჩნდა

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი სოფო შაფათავამ კი შეინარჩუნა, თუმცა, 16 ადგილი დაკარგა და 268 ქულით 186-ედან 202-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

სოფოს გარდა, კლასიფიკაციაში 6 ქართველია: 321 (320). ეკატერინე გორგოძე – 127 ქულა; 479 (486). სოფო ქვაცაბაია – 62; 482 (462). ოქსანა კალაშნიკოვა – 61; 635 (644). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 36; 733 (727). მარიამ ბოლქვაძე – 24; 1211 (1208). თამარ კუტუბიძე – 4;

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში შაფათავა ჩინეთში იმყოფებოდა და Guangzhou International Women’s Open 2014-ის კვალიფიკაციაში მე-6 რეიტინგით ჩაერთო, თუმცა, საწყის რაუნდში დასვენების კვალად, მე-11 ნომრად მიჩნეულ ჩინელ კაი-ლინ ჟანგთან 4:6, 7:6 (10:8), 2:6 წააგო. წყვილთა ტურნირში შაფათავა და ტაივანელი შუ-ინ ჰსიე ჩინელ ლიანგს და ტაივანელ ჩუანგს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა, ბოლო მომენტში შეჯიბრებიდან მოიხსნენ.

KIA Korea Open-ის საკვალიფიკაციო ბადეში ოქსანა კალაშნიკოვამ ამერიკელ გრეის მინს 4:6, 6:2, 6:4 სძლია, შემდეგ კი, რუმინელ ანა ბოგდანთან 5:7, 6:7 (4:7) დამარცხდა. წყვილებში კალაშნიკოვა და ჩეხი ვორაცოვა მე-4 ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში ხსენებულ ბოგდანს და გერმანელ ფრიედსამს გაეჯიბრებიან, ამდენად, ოქსანას რევანშის აღების შანსი მიეცემა. ეს მატჩი 16 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი. ისიც ვთქვათ, რომ კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში 1182 ქულით 65-ე ადგილს ინარჩუნებს.

0.110377