ჩოგბურთი

19:54 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მოსკოვში, გორგოძე და ქვაცაბაია – ანტალიაში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია. შეჯიბრში მე-5 ნომრად არის განთესილი სოფო შაფათავა, რომელიც პირველ წრეში თურქ მელის სეზერს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას პირველი რეიტინგი გააჩნდათ, თუმცა, საწყის რაუნდშივე ესტონურ-რუსულ დუეტთან (კონტავეიტი-ლეიკინა) 2:6, 6:3, 9:11 წააგეს.

ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ. მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე თურქი ესენ კოკჩე 6:1, 6:0 გაანადგურა, ხოლო ქვაცაბაიამ მე-4 ნომრად მიჩნეულ ბულგარელ იულია სტამატოვას აჯობა – 6:4, 6:4.

მერვედფინალში ქართველები ჩინელ მეტოქეებს გაეჯიბრებიან. გორგოძე ქსიაორონ დონგს დაუპირისპირდება, ქვაცაბაია კი – ჟაოქსუან იანგს.

წყვილებში ქვაცაბაიას და ავსტრიელი პია კიონიგის დუეტმა ამერიკელებს – მალიკა როუზს და სიანა სიმონსს 6:1, 6:2 მოუგეს.

მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძე და რუმინელი დიანა ბუზეანი ძალებს ასევე ამერიკულ წყვილთან (ჯაედა დანიელი-ჯეანეზ დანიელი) მოსინჯავენ.

0.127853