ჩოგბურთი

0:57 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მოსკოვის ტურნირს გამოეთიშა

მოსკოვის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში მე-5 განთესვის მქონე სოფო შაფათავა პირველ ნომრად მიჩნეულ ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩს დაუპირისპირდა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:3, 2:6, 1:6 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში ქართული ფესვების მქონე კიდევ ორმა ჩოგბურთელმა იასპარეზა, თუმცა რუსეთის სახელით მოთამაშე მაია კაციტაძეს და ნათელა ძალამიძეს ასევე წარუმატებლობა შეემთხვათ.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში რუმინელ ნიკოლეტა-კატალინა დასკალუსთან 3:6, 3:6 წააგო მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ.

წყვილთა შეჯიბრში მე-3 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიამ და ავსტრიელმა პია კიონიგმა ჩინელები – ქსიაორინგ დონგი და ლინ ჟუ 7:5, 6:1 დაამარცხეს და ფინალში ასევე ჩინელებს – იიჰონგ ლის და ჟაოქსუან იანგს გაეჯიბრებიან.

0.116369