ჩოგბურთი

19:15 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა.

შაფათავა მერვედფინალში ჩერნოგორიის წარმომადგენელ დანკა კოვინიჩს დაუპირისპირდა და 7:5, 6:1 სძლია, მომდევნო წრეში კი ძალებს პირველი განთესვის მქონე სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან მოსინჯავს.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და გერმანელი შაკოვეცი მე-4 ნომრად განთესილ იტალიურ დუეტს (გატო-მონტიკონე/გრიმალსკა) გაეჯიბრნენ და 0:6, 1:6 დამარცხდნენ.

თეგებიშაფათავა
0.109039