ჩოგბურთი

12:55 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა იაპონელთან დამარცხდა

თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო, სოფო შაფათავა ტურნირს მალევე გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელ ერი ჰოზუმისთან ყოჩაღად დაიწყო და პირველი სეტი მოიგო კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, 6:2, 4:6, 0:6 დამარცხდა.

გასული მატჩი საათნახევარს გაგრძელდა და სოფომ 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 11-დან 5 ბრეიკი განახორციელა. ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჯამში კი იაპონელზე 12-ით ნაკლები ბურთი მოიგო – 66:78.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მე-12 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა კანადელი ალეკსანდრა ვოზნიაკი 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა და “აუსტრალიან ოუფენის” საკვალიფიკაციო ბადის მე-2 წრეში რუს ეკატერინა ბიჩკოვას ეთამაშება.

თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ბარიერიც დასძლია, ძირითად ბადეში გასასვლელად გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება 24-ე განთესვის მქონე ბელგიელ ენ-სოფი მესტაჩს და იაპონელ რისა ოზაკის წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს.

0.117124