ჩოგბურთი

18:38 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფრანგულ ტურნირს დაემშვიდობა

სოფო შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში ესპანელ ბეატრის გარსია ვიდაგანისთან 4:6, 5:7 წააგო, დღეს კი წყვილებში რუს იულია კალაბინასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა გერმანულ დუეტთან (დანიელსი-კლასენი) 1:6, 2:6 დამარცხდა.

თურქეთში, იზმირის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ანა ქადაგიძე და თურქი დეფნე ბასბაკალი თურქ ბიჩენთან და რუმინელ პრედასთან 0:3 მარცხდებოდნენ, როდესაც ქართველიც მეწყვილემ ტრავმა მიიღო და თამაშიც აღარ გაგრძელებულა.

სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში რუმინელ რობერტ კომანს ვერ გაუმკლავდა მიხეილ ხმიადაშვილი – 6:1, 6:7 (2:7), 4:6. შეგახსენებთ, რომ ამავე რაუნდში ალექსანდრე მეტრეველის მეტოქე იტალიელი ჯორჯიო პორტალური იქნება.

თურქეთშივე, კერძოდ კი, ესკიშეჰირში გრძელდება ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 42 500 დოლარია. წყვილებში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბრიტანელი ბრიდან კლეინი რუს კარლოვსკის და ხორვატ ზოვკოს დაუპირისპირდნენ და 6:3, 5:7, 5:10 წააგეს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ერთეულთა შეჯიბრში ბასილაშვილი მერვედფინალშია გასული და ხვალ, მე-3 ნომრად განთესილ თეიმურაზ გაბაშვილს ეთამაშება, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.

0.124853