კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მერვედფინალში სოფო შაფათავა მე-5 ნომრად განთესილ ესპანელ ლარა არუაბარენას გაეჯიბრა და 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი ბრძოლას აგრძელებს წყვილთა შეჯიბრში სადაც რუს მარინა მელნიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებული. სოფო და მარინა მეოთხედფინალში ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკს და რუს მარინა შამაიკოს ეთამაშებიან.
ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში რუს ანდრეი პლოტნისთან 4:6, 0:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.