საფრანგეთის ღია პირველობაზე უამინდობამ რამდენიმე დაგეგმილი მატჩის ჩატარებას ხელი შეუშალა. მათ შორის იყო სოფო შაფათავას და რუსი სვეტლანა კუზნეცოვას შეხვედრაც, რომლის გამართვის ახალი თარიღიც 27 მაისი გახლავთ.
ამჟამინდელი განრიგის თანახმად, ქართველი და რუსი ჩოგბურთელები კორტზე პირველ წყებაში გავლენ. ისინი მე-3 კორტზე, თბილისის დროით 13:00 საათიდან ითამაშებენ და იმედია, ამჯერად, წვიმა მატჩში კორექტივებს აღარ შეიტანს.
ისიც ვთქვათ, რომ “როლან გაროსის” წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. იგი პოლონელ კატარჟინა პიტერთან გახლავთ შეამხანაგებული და ამერიკელ მაკჰეილს და სამხრეთაფრიკელ შეეპერს გაეჯიბრება.