ჩოგბურთი

22:45 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და გორგოძე მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შაფათავამ რუმინელ კრისტინა დინუს შანსი არ დაუტოვა და 6:0, 6:2 სძლია, ნახევარფინალის საგზურს კი პირველ ნომრად განთესილ პეტრე ჩეტკოვსკას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ფრანგი ამანდინ ჰესე 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა.

გერმანულ დარმშტადტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ეკატერინე გორგოძემ მე-6 რეიტინგის მქონე ჩეხ კატერინა ვანკოვას 6:1, 6:0 სძლია და მეოთხედფინალში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიჩს (მე-4) ეთამაშება.

0.118709