იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში სოფო შაფათავამ მე-6 ნომრად განთესილ შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცს 6:4, 6:3 სძლია, თუმცა, მერვედფინალში იტალიელ მარტინა რემონდინასთან 3:6, 2:6 დამარცხდა.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში რუს პოლინა ლიუკშევასთან 6:4, 1:6, 1:6 წააგო თამარ ჭალაგანიძემ. წყვილებში ჭალაგანიძე და ბელარუსი ზუბკოვა იაპონელ ჰასეგავას და ბრიტანელ კონოტოპცევას ვერ გაუმკლავდნენ.
ადანას 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ თურქულ დუეტთან (ერაიდინი-სოილუ) 0:6, 0:6 განადგურდნენ ანა ქადაგიძე და თურქი ერემ აკიურტი.