სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილმა, რომელიც იტალიის ქალაქ ბეინასკოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი, ასპარეზობა დაასრულა.
ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები ნახევარფინალში მე-4 რეიტინგის მქონე იტალიელებს – ნიკოლ კლერიკოს და ჯულია გატო-მონტიკონეს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში – 6:7 (5:7), 6:7 (5:7) დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის პირველ რაუნდში მე-8 ნომრად მიჩნეულმა შაფათავამ უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან 3:6, 2:6 წააგო. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მომდევნო 2 მატჩიც სეტისწაუგებლად მოიგო და უკვე ნახევარფინალშია გასული.