დღის ადრეულ მატჩში “ნიუკასლმა” “ჩელსის” მოუგო. ცოტა უცნაური ანგარიშია, უცნაურია იმ ფონზე რასაც ბოლო მატჩებში აჩვენებდნენ “არისტოკრატები.” რამდენიმე დღის წინათ ლიგის თასზე შესანიშნავი წარმოდგენა გამართეს თანაქალაქელი “არსენალის” წინააღმდეგ, შაბათს კი მათი ცნობა ძალიან რთული იყო. მოურინიოს შეგირდები მინდორზე ძალიან მოდუნებულები გავიდნენ და ეს მატჩის შემდეგ მათმა დამრიგებელმა საგანგებოდ აღნიშნა, ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი “ნიუკასლი” მოტივირებული ითამაშებს და ყურადღებით ვიყოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერესო. ალან პარდიუს შეგირდები კი ჩინებულად ირჯებოდნენ, შესაძლოა ბევრი მომენტები არ შეუქმნიათ, მაგრამ მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმალური გამოწურეს. ჯერ იოან გუფრანმა გაიტანა თანამემამულე კაბაიეს გადაცემის შემდეგ. 20 წუთში კიდევ ერთმა ფრანგმა, ლოიკ რემიმ დასვა წერტილი. “ჩელსიმ” წააგო და “ლივერპულს” გამარჯვების შემთხვევაში გალიდერება შეეძლო, მაგრამ ბრენდან როჯერსის ბიჭებმაც ვერ ივარგეს. ვერ ვიტყით, რომ “მეთოფეებმა” სტუმრებს ძალიან აჯობეს. თითქმის თანაბარი თამაში იყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მასპინძლები უფრო ზუსტნი აღმოჩდნენ. თავი კასორლამ და რემზიმ გამოიჩინეს. სტარიჯი მეორე ტაიმში უფრო გააქტიურდა, სუარესიც ცდილობდა, მაგრამ სიზუსტე აკლდათ. არადა, ეს მატჩი “ლივერპულის” ერთგვარი გამოცდა იყო. უნდა გარკვეულიყო, სამართლიანად იმყოფებიან ისინი ლიდერთა შორის თუ არა. ამას ამბობდა როჯერსიც და ფეხბურთელებიც. საბოლოოდ მათთვის ყველაფერი უსიამოვნოდ დამთავრდა.
“სიტიმ” გაილაღა და “ნორვიჩს” 7 უპასუხო გოლი გაუტანა. საინტერესო იყო, რომ მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტი ძირითადში აღარ დააყენა. ეტყობა დაიღალა ინგლისის საუკეთესო მეკარის უამრავი შეცდომებისგან. “სიტის” კარში ადგილი რუმინელმა გიგანტმა კოსტელ პანტილიმონმა დაიკავა, თუმცა საქმე ბევრი არ ჰქონია, გოლები ერთთავად მოწინააღმდეგის კარში გადიოდა და ნორვიჩელებმა მადლობა უნდა თქვან რომ ორნიშნა ანგარიშით არ წააგეს.
M შაბათის ყველაზე კურიოზული ამბავიც მეკარეებს უკავშირდება. “სტოკი” – “საუთჰემპტონის” მატჩის მე-13 (!) წამზე მცველმა ერიკ პიტერსმა ბურთი მეკარე ასმირ ბეგოვიჩს მიუგორა, ბოსნიელმაც ძლიერად დაჰკრა, ბურთი მოწინააღმდეგე მეკარის წინ ბალახზე დაეცა, თავზე გადაახტა და კარში შევარდა. ბეგოვიჩი მეხუთე მეკარე გახდა პრემიერლიგის ისტორიაში ვისაც გოლი გაუტანია, მანამადე ასეთი რამ პეტერ შმაიხელმა, ტიმ ჰოვარდმა, ბრედ ფრიდელმა და პოლ რობინსონმა მოახერხეს
ნიუკასლი – ჩელსი 2:0 (0:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 51 674
ნიუკასლი: კრული, დებიუში, იანგა-მბივა, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე (ანიტა 53), სისოკო, შოლა ამეობი (სისე 62), რემი, გუფრანი (ობერტანი 84)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ჩელსი: ჩეხი, კოული, ტერი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ლამპარდი (შურლე 70), რამირესი, აზარი, ოსკარი, ფერნანდო ტორესი (ეტო’ო 62), მატა (ვილიანი 62)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 გუფრანი (68), 2:0 რემი (89)
გაფრთხილება: სისოკო (42), რემი (90); დავიდ ლუისი (75), რამირესი (77)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8(7)-2(10), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 3-8, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-6
ფულემი – მანჩესტერი 1:3 (0:3)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 700
ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი, ამორებიეტა, რითერი, დეჟაგა (კაჩანიკლიჩი 61), სიდუელი, პარკერი (ბენტი 83), რიჩარდსონი, კასამი, ბერბატოვი, რუისი (ტაარაბტი 75)
მწვრთნელი: მარტინ იოლი
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, ევანსი (ფელაინი 46), რაფაელი (სმოლინგი 46), ჯონსი, ვალენსია, კლევერლი (კაგავა 46), იანუზაი, ვან პერსი, რუნი
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1 ვალენსია (9), 0:2 ვან პერსი (20), 0:3 რუნი (22), 1:3 კაჩანიკლიჩი (65)
გაფრთხილება: დეჟაგა (33), ამორებიეტა (58); ვალენსია (51)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5(5)-1(5), ჯარიმა: 7-12, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-5
ჰალ სიტი – სანდერლენდი 1:0 (1:0)
ჰალი. “კინგსტონი.” 24 677
ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, მაკშეინი, ჰადლსტოუნი, ელ მოჰამადი, მეილერი (კორენი 57), ლივერმორი, საგბო, ბოიდი (ბრეიდი 76)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
სანდერლენდი: ვესტვუდი (მანონე 43), ო’ში, დოსენა, ბერდსლი, კარლოს კუელიარი, კატერმოლი, ლარსონი, კოლბექი, ფლეტჩერი, ალტიდორე (ჯონსონი 46), ბორინი (ბრაუნი 46)
გოლი: 1:0 კარლოს კუელიარი (ს.კ. 25)
გაფრთხილება: ბრეიდი (88), ფიგეროა (90)
გაძევება: კატერმოლი (45+3), დოსენა (45+5)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 667%-33%, დარტყმა: 3(14)-1(5), ჯარიმა: 17-10, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1:1
სიტი – ნორვიჩი 7:0 (4:0)
მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 066
სიტი: პანტილიმონი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, ნასტასიჩი, ნასრი (მილნერი 71), დავიდ სილვა (ხესუს ნავასი 73), იაია ტურე, ფერნანდინიო, აგუერო, ნეგრედო (ჯეკო 46)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ნორვიჩი: რადი, უიტაკერი (მერფი 46), მარტინ ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, მარტინი, ფერი, პილკინგტონი, ჰაუსონი, ჯონსონი, ჰუპერი (ელმანდერი 46)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 1:0 ჯონსონი (ს.კ. 16), 2:0 დავიდ სილვა (20), 3:0 ნასტასიჩი (25), 4:0 ნეგრედო (36), 5:0 იაია ტურე (60), 6:0 აგუერო (71), 7:0 ჯეკო (86)
გაფრთხილება: საბალეტა (47); ტერნერი (82)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 10(6)-2(2), ჯარიმა: 6-8, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 1:0, სეივი: 1:3
სტოკი – საუთჰემპტონი 1:1 (1:1)
სტოკი. “ბრიტანია.” 26 053
სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, აირლენდი (ასაიდი 65), ველანი (პალასიოსი 46), ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, ლალანა, შნაიდერლინი, ვანაიამა, უარდ-პროუსი, როდრიგესი (რამირესი 69), ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0 ბეგოვიჩი (1), 1:1 როდრიგესი (42)
გაფრთხილება: უოლტერსი (48), ჰუთი (80), კამერონი (88); ლოვერნი (77)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 3(6)-3(8), ჯარიმა: 13-13, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-2
ვესტ ბრომვიჩი – კრისტალ პალასი 2:0 (1:0)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 397
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი (ბერაინო 31), მაკოლი, ამალფიტანო, სესენონი (ვიდრა 85), მორისონი (იაკობი 74), მულუმბუ, ბრანტი, ლონგი
მწვრთნელი: სტივ კლარკი
Kკრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, თომასი, იედინაკი, დიკხაცოი (გეილი 79), ბენანი (ბოლასი 64), გედიურა (პანჩონი 22), შამახი
გოლები: 1:0 ბერაინო (44), 2:0 მაკოლი (83)
გაფრთხილება: თომასი (71)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 3(2)-6(2), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-2
ვესტ ჰემი – ასტონ ვილა 0:0
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, რაცი (დიამე 90), რიდი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი (ჯო კოული 62), კოლისონი (კარლტონ კოული 63), მორისონი
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, ელ აჰმადი, ვესტვუდი, ბაკუნა, სილა, ბენტეკე, ვაიმანი (კოზაკი 57)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გაფრთხილება: ბაკუნა (46), ლაუტონი (57)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 4(12):2(6), ჯარიმა: 8-16, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-4
არსენალი – ლივერპული 2:0 (1:0)
ლონდონი.: ”ემირეითსი.” 60 042
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი (ვერმალენი 78), კოშელნი, როსიცკი (ნაჩო მონრეალი 72), იოზილი, არტეტა, კასორლა (ჯენკინსონი 84), რემზი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, შკრტელი, საკო, სისოკო (ფილიპე კოუტინიო 46), ფლანაგანი (მოზესი 68), ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, სუარესი, სტარიჯი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 კასორლა (19), 2:0 რემზი (59)
გაფრთხილება: სანია (26), ჯენკინსონი (90); სისოკო (28)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 3(3)-1(2), ჯარიმა: 6-4, კუთხური: 1-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-5
ბომბარდირები:
8 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)
6 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), ლუის სუარესი (“ლივერპული”), აარონ რემზი (“არსენალი”), რობინ ვან პერსი (1,”მანჩესტერი”)