როგორც 8 ივლისს, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაანონსდა - ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომავალი სეზონის ფორმატისა და სისტემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აღმასკომი მომდევნო სხდომაზე მიიღებს. პასუხი ხვალ, 11 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო. აღმასკომის წინა სხდომას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანიც, რომლის თხოვნა საკითხის განხილვის გადადების შესახებ სფფ-ის უმაღლესმა ორგანომ გაითვალისწინა.
ვინაიდან აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომის გამართვამდე დარჩენილი რამოდენიმე დღე საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმწიფო სტურუქტურებთან ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სისტემისა და რეგლამენტის, ასევე კლუბებზე გადასაცემი თანხის რაოდენობის დასაზუსტებლად, მიიღეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნაცვლად პარასკევისა, ჩატარდეს ორშაბათს 14 ივლისს, 15:00 საათზე.
სფფ-ის პრესსამსახური