კალათბურთი

18:56 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი გამყრელიძის რეკორდით დასრულდა

2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის ბოლო შეხვედრაში, სადაც სუპერთასი გათამაშდა და მთავარი პრიზისთვის ქვეყნის ჩემპიონი “დინამო” და თასის მფლობელი “ქუთაისი-2010” იბრძოდნენ, “დინამოს” გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ 14 შედეგიანი პასი გააკეთა და სეზონის რეკორდი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ შედეგიან პასებში, 23-ე ეროვნული ჩემპიონატის რეკორდი უკანახაზელმა სანდრო მიგინეიშვილმა (“მაკაბი”) დაამყარა, რომელიც შემდეგ, “შსს აკადემიას” უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ გაიმეორა.

0.135684