სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:08 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიაში” რაკიტიჩის დარჩენის სჯერათ

“სევილიას” სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს ვერდეხო, რომელიც საფეხბურთო წრეებში მონჩის სახელით უფროა ცნობილი, დარწმუნებულია, რომ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი არც ერთი სხვა კლუბის შეთავაზებას არ მიიღებს. ბოლო დროს ესპანური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ამ ფეხბურთელით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. მათ შორის ყველაზე რეალური კი “რეალის” ვარიანტია.

“მჯერა, რაკიტიჩი “სევილიას” მაისურით კიდევ დიდხანს ითამაშებს. მიზეზთა გამო, კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ ვერაფრით მოვახერხეთ, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ივანს ყოველ დღე ვესაუბრები და ვიცი, რომ დარჩენა მასაც უნდა – ციტირებს Marca მონჩის სიტყვებს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116704