ფეხბურთი

12:28 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიაში” არშავინი ახსენეს

 

შესაძლოა, ლონდონის “არსენალის” შემტევმა ანდრეი არშავინმა კარიერა ესპანურ “სევილიაში” განაგრძოს. ASის ცნობით, ანდალუსიელები შემადგენლობის გადახალისებას გეგმავენ და ერთ-ერთი ახალი მოთამაშე სწორედ რუსი იქნება.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “სევილიას” ალვარო ნეგრედო და კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს. შესაბამისად, ესპანელებს შეტევის ხაზში მათი შემცვლელები სჭირდებათ.

თავის მხრივ, არშავინს “არსენალში” საქმეები ცუდად მისდის და მისი ნისლიანი ალბიონიდან აბარგებაც გადაწყვეტილია. საგულისხმოა, რომ ცუდი სათამაშო ფორმის გამო, არშავინმა ადგილი რუსეთის ეროვნულ ნაკრებშიც დაკარგა. ფაბიო კაპელოს “მეთოფეთა” შემტევი აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუძახია. 

0.131594