ფეხბურთი

21:11 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” პრეზიდენტი: “ლივერპულს” ალბერტო მორენოს შეძენა უნდა

“სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტრო კარმონა ადასტურებს, რომ ინგლისური “ლივერპული” ანდალუსიური გუნდის მარცხენა მცველის, ალბერტო მორენოს შეძენითაა დაინტერესებული.

“სიმართლეა, რომ “ლივერპულის” მხრიდან ინტერესი არსებობს. ველოდებით, რომ ინგლისელები წინადადებით მოგვმართავენ.

დაგვტოვებს თუ არა მორენო? “სევილიაში” დარჩენას არავის ვაიძულებთ. თუ ჩვენი და ფეხბურთელის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ, ასეც მოხდება.

რა თქმა უნდა, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვით დაინტერესებულნი არ ვართ. კლუბს ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. ამიტომ, გუნდის ჩონჩხის შენარჩუნებას შევეცდებით.” – ახადებს ხოსე კასტრო კარმონა.

0.113516