ფეხბურთი

2:59 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიას“ „პიტბული“ დაეხმარა

„სევილიასა“ და ლა კორუნიის „დეპორტივოს“ მატჩში 3 ქულა ანდალუსიელებს დარჩათ. ამ დაპირისპირების მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში წარიმართა – „რამონ სანჩეს პისხუანზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა 4 გოლი იხილეს და გამარჯვებულის ვინაობაც საწყის 45 წუთშივე შეიტყვეს.

უნაი ემერის გაწვრთნილები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ – კოკეს ჩაწოდების შემდეგ, ივან რაკიტიჩმა თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით დააწინაურა მასპინძლები. რამდენიმე წუთში, „ჩილელმა პიტბულმა“ – გარი მედელმა სევილიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ანგარიშში სხვაობა 32–ე წუთზე შემცირდა, მაგრამ ამაში ლა კორუნიელებს წვლილი ნაკლებად მიუძღვით – შეცდომა სევილიელმა ჟოფრეი კონდოგბიამ დაუშვა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ტაიმის დასრულებადმე 5 წუთით ადრე, მედელი ალბერტო მორენოს ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში დაუხვდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.

სევილია – დეპორტივო 3:1 (3:1)

სევილია: ბეტუ, კოკე (ბოტია 46), ფასიო, სპაჰიჩი, მორენო, მედელი, კონდოგბია (სტევანოვიჩი 79), ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (მანუ 71), ნეგრედო.

მწვრთნელი: უნაი ემერი

დეპორტივო: არანსუბია, სილვიუ, კაშტრუ, კაკა, ევალდუ, ასუნსაუ (ოლივეირა 66), ალექსი (ვალერონი 57), აგილარი, გამა, პიცი, რიკი (სალომანი 76).

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

გოლები: 1:0 რაკიტიჩი (6), 2:0 მედელი (27), 2:1 კონდოგბია (32ს.კ), 3:1 მედელი (40)

გაფრთხილებები: კონდოგბია (36), კოკე (43), ბოტია (65), რაკიტიჩი (74), სპაჰიჩი (90) – აგილარი (14), ასუნსაო (44)

კარში დარტყმა: 16 (9) – 9 (6) ჯარიმა: 21 - 5 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 5 – 7

 

1. ბარსელონა 23 20 2 1 78:26 62
2. ატლეტიკო 23 16 2 5 44:23 50
3. რეალი 23 14 4 5 58:22 46
4. ვალენსია 23 11 6 6 36:21 39
5. მალაგა 23 11 4 8 32:35 37
6. რაიო 23 12 1 10 33:39 37
7. სოსიედადი 23 10 6 7 37:29 36
8. ბეტისი 23 11 3 9 31:34 36
9. ლევანტე 23 10 3 10 29:35 33
10. სევილია 24 9 5 10 33:35 32
11. ვალიადოლიდი 23 8 6 9 32:29 30
12. ხეტაფე 23 8 5 10 29:42 29
13. ესპანიოლი 23 7 7 9 30:34 28
14. გრანადა 23 7 5 11 22:32 26
15. ბილბაო 23 7 5 11 29:46 26
16. სარაგოსა 23 7 3 13 23:33 24
17. ოსასუნა 23 5 7 11 19:27 22
18. სელტა 23 5 5 13 21:28 20
19. მალიორკა 23 4 6 13 23:43 18
20. დეპორტივო 24 3 7 14 28:54 16

 

16 თებერვალი: ხეტაფე – სელტა, მალაგა – ბილბაო, გრანადა – ბარსელონა, ოსასუნა – სარაგოსა.

17 თებერვალი: ოსასუნა – სარაგოსა, სოსიედადი – ლევანტე, ვალენსია – მალიორკა, ვალიადოლიდი – ატლეტიკო, ესპანიოლი – ბეტისი, რეალი – რაიო.

ბომბარდირები

მესი („ბარსელონა“) – 35, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 19, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.

0.109185