ესპანური “სევილია” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საკუთარ ლიდერებს აღარ გაყიდის. “მონაკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან გამოჩენილი ინტერესის მიუხედევად, ფრანგი ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია გუნდში დარჩება. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა სოხე დელ ნიდომ Football Espana-ს გააცნო.
“წელს კონდოგბიას გასხვისების შესაძლებლობას არც კი განვიხილავთ. უფრო მეტიც, მას ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზეთ”, - განაცხადა დელ ნიდომ.
20 წლის ფეხბურთელი “სევილიაში” გასული სეზონის წინ “ლანსიდან” გადავიდა და პრიმერა დივიზიონის 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა.