პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "სევილიის" მეკარე ბეტუს, ოთხკვირიანი უქმობა მოუწევს.
მოგეხსენებათ, 32 წლის გოლკიპერმა, "ვალენსიის" წინააღმდეგ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მე-18 წუთზე შესაცვლელი გახდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ბეტუ ანდალუსიელებს "მალაგას" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.
ბეტუ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის, ხოლო ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩებსაც გამოტოვებს.
გიორგი ბალახაძე