ჩოგბურთი

21:35 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეტისწაუგებელი ნახევარფინალისტები

 ჟო-ვილფრიდ ცონგა პირველად გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში. “როლან გაროსის” შარშანდელმა მეოთხედფინალისტმა აფროფრანგმა წლევანდელი ტურნირის საუკეთესოთა კვარტეტში სადიდსლემო შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობით მომგები როჯერ ფედერერის ძლევით გააღწია, რაც მის წარმატებას კიდევ უფრო საპატიოს ხდის.

28 წლის ლე-მანელმა ცონგამ ფედერერს 3 სეტით 7:5, 7:5, 6:3 მოუგო და ჯერჯერობით პარტიის წაუგებლად აგრძელებს პარიზის კორტებზე გამოსვლას. ფედერერთან დაპირისპირებისას 28 წლის ჟო-ვილფრიდმა 6 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა და შვეიცარიელთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი შედარებით გამოასწორა – 5:9.

ასევე სეტისწაუგებლად გავიდა ნახევარფინალში დავიდ ფერერი. 31 წლის ვალენსიელმა ამჯერად უშანსოდ თანამემამულე ტომი რობრედო დატოვა 6:2, 6:2, 6:1. მატჩი საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. დავიდის ანგარიშზე 7 ბრეიკი და ერთი ეისია. ფერერი-რობრედოს პირად შეხვედრათა ბალანსი 7:2 გახდა. დავიდ ფერერი ზედიზედ მეორედ გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში.

 

0.113958