თამაშგარე

11:49 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასი ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებს

ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი, შესაძლებელია, ყოფილ შეყვარებულს, კარლა გარსიას შეურიგდეს. ყოველ შემთხვევაში, კარლა და სესკი ბოლო დროს რამდენჯერმე ისევ ერთად ნახეს და წყვილს დაშორებისა და წარსული წყენის კვალიც არ ემჩნეოდათ.

სესკ ფაბრეგასი თავის გულისსწორს შარშან, ლონდონიდან ”ბარსელონაში” გადაბარგების წინ დაშორდა. როგორც მაშინ ინგლისური პრესა წერდა, კარლა გარსიას ლონდონში უნდოდა ცხოვრება და რაკი სესკი ლონდონში დარჩენაზე ვერ დაითანხმა, სატრფოს კატალონიაში არ გაჰყოლია.

კარლა გარსიაც, ფაბრეგასის მსგავსად, ესპანელია, თუმცა დიდი ხანია ლონდონში ცხოვრობს. მისი მშობლები ”ნისლიან ალბიონზე” ესპანეთიდან წლების წინ გადაბარგებულან და კარლამ ცხოვრების დიდი ნაწილი ლონდონში გაატარა. თუმცა, როგორც ჩანს, შეყვარებულის ხათრით, საყვარელი ქალაქის დატოვება მაინც მოუწევს.
 

0.17514