ფეხბურთი

21:17 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსს ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

“რეალის” მცველს, სერხიო რამოსს “ოსასუნასთან” მიღებული ერთი ყვითელი ბარათი გაუუქმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელთა უკანახაზელი “ვალენსიას” წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

ლა ლიგის გასულ ტურში, “ოსასუნასთან” გამართულ მატჩში (2:2) რამოსმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც წითელ ბარათსა და ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა. მადრიდელებმა პირველი გაფრთხილება გაასაჩივრეს და შედეგსაც მიაღწიეს – “ვალენსიასთან” გასამართი მატჩის წინ რამოსს დისკვალიფიკაცია მოეხსნა.

რამოსის დისკვალიფიკაციის მოხსნა კარლო ანჩელოტისთვის ძალიან კარგი ამბავია, რადგან “ვალენსიასთან” მატჩს მადრიდელები სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “რეალში” სულ 3 ცენტრალური მცველი ირიცხება. ვარანი ტრავმირებულია, ხოლო პეპეს ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს ამოწურული და “ღამურებთან” ვერც ის ითამაშებს.

0.123344